მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე, ცესკოს პირველადი მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი, მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ.
გამონაკლისია წალენჯიხის თემი, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლიდერობს.
წინასწარი მონაცემები ასე ნაწილდება.
დედაქალაქში 769 უბნიდან ცესკოში 768 უბნის შემაჯამებელი ოქმია შესული, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძემ გაიმარჯვა. "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს 55.60% აქვს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს, ნიკანორ მელიას - 44.39%.
რუსთავში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს ამომრჩეველთა ხმების 53,71% აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს 46,28%.
ქუთაისი - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი - 51, 63%
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე - 48.35%
ფოთი -"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, ბექა ვაჭარაძე - 57.35%
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი - გიგი უგულავა - 42.65%
ბათუმი - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი - 51.01%
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე - 48.98%