20 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
"არ დამთავრდება, იქნება პერიოდულად ჩაკეტვები და იქნება სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი" - მედიკოსები ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ

საგანგაშო პროგნოზები მედიკოსებისგანკორონავირუსი ძალებს ისევ იკრებს. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ტემპი არ მოიმატებს, სავალალო შედეგი დადგება - ასეთია სპეციალისტების მოლოდინი. 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ პანდემიისგან ერთადერთი ხსნა ვაქცინაში, დისტანციასა და ნიღაბშია. მისივე განმარტებით, მანამ, სანამ არ იქნება ყველა წესი დაცული, პანდემია არ დამთავრდება, გაგრძელდება პერიოდული ჩაკეტვები და მაღალი სიკვდილიანობა.

"არ დამთავრდება, იქნება პერიოდულად ჩაკეტვები და იქნება სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი. ერთადერთი ჩვენი ხსნა და წამალი არის ვაქცინაცია, დისტანცია და ნიღაბი. გადავხედოთ დასავლეთის ქვეყნებს, ამერიკას, სადაც ფაქტობრივად ზოგმა ქვეყანამ დაამთავრა COVID-19-ის ეპიდემია და ჩვენ გვემატება და გვემატება ინფიცირებულების რიცხვი და როდემდე უნდა გასტანოს ამან, მე ვერ გეტყვით," - აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის 10 ათასზე მეტი გარდაცვლილის რაოდენობა დრამატულია.

"ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის 10 ათასზე მეტი გარდაცვლილის რაოდენობა ნამდვილად დრამატულია, ეს მართალია დროში გაწელილია და დაახლოებით 2 წელიწადია გრძელდება კოვიდინფექცია და ამ ფონზე არის, მაგრამ ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული მაჩვენებელია. ქვეყანაში ვაქცინაციის დონე მიდის ძალიან დაბალ დონეზე ამ ეტაპზე," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღევანდელი სტატისტიკა - 2 141 ინფიცირებული და 44 გარდაცვლილია.

დღის ამბები