რეგულირების სააგენტო გლდანის ციხის საავადმყოფოს მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ.
"გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს შერეული ტიპის დაწესებულებას და ფლობს ნებართვას თითქმის ყველა მიმართულებით. დასაქმებულია 41 ექიმი, მათ შორის: ზოგადი ქირურგი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი,ინფექციონისტი, ფსიქიატრი, ექიმი ლაბორანტი, სტომატოლოგი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, დერმატო-ვენეროლოგი, ფთიზიატრი, რადიოლოგი, კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი და ა.შ."- ნათქვამია, რეგულირების საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.