ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ მესამე, ბუსტერ დოზის გამოყენება შეუძლია 18 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით ორჯერადად.როგორც იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ განმარტება, ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია "სინოფარმით" ან "სინოვაკით", ბუსტერად იმავე ვაქცინის, ან "ფაიზერის" გამოყენება შეუძლია; ისინი, ვინც ორჯერადად არიან აცრილი "ფაიზერით", ბუსტერად კვლავ "ფაიზერს" მიიღებენ, მეორე დოზიდან 6 თვის შემდეგ. "ასტრაზენეკას" შემთხვევაში კი, ასევე, 6 თვის შემდეგ, პირებს შეუძლიათ ბუსტერად "ფაიზერის" გამოყენება.
"არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან სინოვაკით და სინოფარმით, ბუსტერ დოზის გამოყენების შესაძლებლობას არა 6 თვის შემდეგ, არამედ 3 თვიდან 6 თვის ინტერვალით, მეორე დოზიდან.
რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, საბჭომ მხარი დაუჭრა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის საკითხს "ფაიზერის" ვაქცინის 2 დოზით," - ამბობს თამარ გაბუნია.