20 ნოემბერი 2024,   10:15
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიაში საპატრიარქო არ არის ორიენტირებული სიტუაციის ნორმალიზებაზე - თამთა მიქელაძე 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ და სოციალური სამართლიანობის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატმა, ქეთი ჩუთალაშვილმა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები შეაფასეს და  შსს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს, ვინაიდან, მათი შეფასებით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე წარმოდგენილია, როგორც მხარე და არა, როგორც ნეიტრალიტეტის დამცავი ორგანო. 

"ჭყონდიდის ეპარქიაში მივლენილი დროებითი მმართველი, მეუფე სტეფანე იღებს მთელ რიგ გადაწყვეტილებებს. ადგილზე, რომელიც მრევლის და სასულიერო პირების შიგნით გარკვეულ შფოთს და აღშფოთებას იწვევს და მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ, რომ საპატრიარქო არ არის ორიენტირებული სიტუაციის ნორმალიზებაზე. ჩვენთვის განსაკუთრებულად პრობლემური ამ პროცესში პოლიციის როლი აღმოჩნდა, რომელიც ვერ ახერხებს რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვას და ამის ნაცვლად ის ადგილზე წარმოდგენილია, როგორც მხარე,"- განაცხადა თამთა მიქელაძემ.

"აღნიშნულიდან გამომდინარე,  დასაბუთებული განცხადებით მივმართავთ შსს, გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვთ დანაშაულის ნიშნების არსებობის  გათვალისწინებით,  ადეკვატური საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას,"-განაცხადა  ქეთი ჩუთლაშვილმა

დღის ამბები