20 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ქვეყანაში რეანიმაციული ადგილები, ფაქტობრივად, არ გვაქვს - მაია ზალდასტანიშვილი

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის ზღვარზეა, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რაც რეანიმაციული საწოლების გადატვირთვას შეიძლება მოჰყვეს :

"რეანიმაციული ადგილები ფაქტობრივად არ გვაქვს. კიდევ და კიდევ მოიმატებს პაციენტთა რიცხვი, რა თქმა უნდა, ვეღარ აუვა ჰოსპიტალური სექტორი ამას და ალბათ ძალიან გაუჭირდებათ ოჯახის ექიმებსა, რომლებიც ასე კატასტროფულ რეჟიმში მუშაობენ. გავუფრთხილდეთ ჩვენს თავსაც და სხვასაც, რომ გადავრჩეთ,"- განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა

ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც, მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემიის კონტროლი შეძლოს, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის მატება, ისე, როგორც იყო აგვისტოს თვეში 20-25 ათასი ვაქცინირებული. 

"ხუთი, ექვსი, და ათი ათასი ვაქცინირებული ამინდს ვერ შექმნის საქართველოში. თუ ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად დავაახლოოთ პანდემიის კონტროლის ვადა, ეს ციფრი უნდა იყოს გაცილებით მეტი 20-25 ათასი ვაქცინირებული ყოველდღიურად ისე, როგორც იყო აგვისტოს თვეში. ბოლო კვირების მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეს პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა, 4445 კი დაინფიცირდა.

დღის ამბები