თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ თუკი აქციები პერმანენტულად გაგრძელდება, არ არის გამორიცხული ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზარდოს. მისივე განმარტებით, ეს უფრო იმიტომ შიძლება მოხდეს, რომ აქციაზე მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი აცრილი არ არის.
"აქციებზე ეპიდემიოლოგიური დაცვის არანაირი მექანიზმი არ არის ჩართული და არც აქამდე იყო. ამ ყველაფერმა კი ინფიცირებულების რაოდენობის გაზრდა გამოიწვია. თუკი ეს აქციები პერმანენტული იქნება, ჩვენ არ ვართ დაზღვეული რომ შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს. რადგან იქ მყოფი ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა არის ის, ვინც აცრილი არ არის,"- აცხადებს დევი ტაბიძე.