20 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
10 ნოემბერს აქციაზე დაკავებულ 20 პირს საქალაქო სასამართლომ ჯარიმის სახით 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან 10 ნოემბერს გამართულ აქციაზე დაკავებულ 20-მდე მონაწილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო 3 პირს - ბორის ყურუას, ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ნებიერიძეს 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

10 ნოემბერს ოპოზიციამ აქცია ერთდროულად სამ ლოკაციაზე: სუს-თან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან გამართა. აქციებზე პოლიციამ, ჯამურად, 46 ადამიანი დააკავა. დაკავებულებს გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

დღის ამბები