20 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ისევ კრიტიკულია, სპეციალისტები საწოლფონდის პრობლემებზე საუბრობენ

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ისევ კრიტიკულია. ლეტალობის მაჩვენებელი ყოველდღე იზრდება - ბოლო 24 საათში კორონავირუსს 78 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირდა კიდევ 4 565. ჯამში ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსს 56ი ატას 164 პაციენტი ებრძვის.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესებას ჰოსპიტალების გადავსება მოყვება.

"სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ამ სიტუაციის განმუხტვის ბერკეტები არ ჩანს,"-აცხადებს გოგინავა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე აცხადებს, რომ თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ დაიკლებს საწოლფონდის პრობლემა შეიქმნება. 

დღის ამბები