23 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
საკეისრო კვეთის შემდეგ "ბომონდის" კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

სკოლის პედაგოგი, 43 წლის ნინო ქუთელია, რომელიც ქუთაისის "ბომონდის" კლინიკაში კორონავირუსის გართულებული ფორმით მოათავსეს, დღეს დილით გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის მომენტისთვის მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72% დაზიანებული ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

პაციენტი ქუთაისის "ბომონდის" კლინიკაში მშობიარობის შემდეგ, სამეგრელოდან გადაიყვანეს. 43 წლის ქალი კორონავირუსით, მშობიარობამდე ორი კვირით ადრე დაინფიცირდა, რის გამოც მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

დღის ამბები