23 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
როგორ იქნება პოსტ-შიმშილობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის კურსი - გორის ჰოსპიტალში ექიმთა კონსილიუმს ელოდებიან

50 დღიანი შიმშილობა დასრულებულია - გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახლა ექიმთა კონსილიუმს ელოდებიან. მედიკოსთა ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, როგორ იქნება პოსტ-შიმშილობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის კურსი. ისინი ექსპრეზიდენტთან ერთად განიხილავენ პროტოკოლს. 

ასევე კონსილიუმის ექიმებმა უნდა შეადგინონ მიხეილ სააკაშვილის მნახველთა სია და ვინ რა რეჟიმში მოახერხებს ექსპრეზიდენტის მონახულებას. დღეს მიხეილ სააკაშვილს უნდა შეხვდეს მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც. 

დღის ამბები