კახეთშიც ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია მიმდინარეოებს. გურჯაანში, ახტალის პარკში მოსულ მოქალაქეებს ადგილზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება შეუძლიათ. კახეთში იმყოფება დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც, რომელიც მოქალაქეებს ვაქციმაციისკენ მოუწოდებს.
"წახალისება შევიდა ძალაში. 60 წლის ზემოთ მოსახლეობა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, ყველაზე მეტი გართულებაა, როდესაც მათ კორონავირუსი ემართებათ. ამიტომ, აუცილებელია რომ მაქსიმალურად ავცრათ ეს ჯგუფი. რაც შეიძლება მეტი საკომუნიკაციო კამპანია უნდა ვაწარმოოთ. სოლიდარობა უნდა იყოს მთელს ქვეყანაში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.