16 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
"თქვენ 3 შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე მაგალითად ვისურვებდი" - ფრიდონ ინჯია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს

"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენადი მაკარიძეს ქორწინების ასაკის დაწევაზე დაუსვა კითხვა.

"თქვენ 3 შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე მაგალითად ვისურვებდი.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები არის. რამდენად მიგაჩნიათ, ზღვრული ასაკი ქორწინების შეიძლება შემცირდეს 1 წლით მაინც?" - ჰკითხა მოსამართლეობის კანდიდატს ფრიდონ ინჯიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გენადი მაკარიძემ ფრიდონ ინჯიას საპასუხოდ განაცხადა, რომ ქორწინების ასაკის დაწევა მიზანმიმართულად არ მიაჩნია.

დღის ამბები