20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ყალბი სახელფასო ცნობები კრედიტის მისაღებად - დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს 

ყალბი სახელფასო ცნობები კრედიტის მისაღებად, დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული 6 პირი, მათგან დაკავებულია სამი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სახელფასო ცნობები, რომელთა გამოყენებითაც, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან 58 მოქალაქის მიერ მიღებულ იქნა კრედიტი, ჯამში მილიონ ნახევარ ლარზე მეტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

დღის ამბები