20 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
"სავარაუდო მონობა დადასტურდა" - რატომ დაევალა რუსთავის სამშობიაროში სახლის ხელმძღვანელს  თანამშრომელთა უფლებების დაცვა

რუსთავის სამშობიარო სახლი ჯანდაცვის შრომის ინსპექციამ შეამოწმა. უწყებამ სამშობიაროს ხელმძღვანელს თანამშრომელთა უფლებების დაცვა და 30 დღის ვადაში სახელფასო დავალიანების დაფარვა დაავალა.

საკითხს დღეს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირებში საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ რუსთავის სამშობიარო სახლის დამფუძნებელი ალექსანდრე ბარავკოვი თანამშრომლებს მონურ პირობებში ამუშავებს.

პროფკავშიორებში ამბობენ, რომ სამშობიარო სახლის 129 თანამშრომლიდან 117-ს ხელფასი რამდენიმე თვეა არ აუღია, დავალიანება ჯამში 600 ათას ლარს აჭარბებს.

"სავარაუდო მონობა სამშობიაროში დადასტურდა და გამოიცა დადგენილება. სახელფასო დავალიანება, რაც წარმოშობილია 117 ადამიანზე და მუშაობს 129 ადამიანი, ვინ არის 12 ადამიანი და სახელფასო დავალიანება რატომ არ აქვთ? ეს არის მისი შვილიშვილი, იურისტი, მისი შვილი, ბიძაშვილი და ა.შ." – აცხადებს პროფკავშირების დირექტორის მოადგილე ლავრენტი ალანია.

მედმუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი ამირანაშვილი ირაკლი ამირანაშვილი ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში კუთვნილი ხელფასის მიღებისთვის ადამიანებს ბრძოლა უწევთ.

"ძალიან სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში მათ უწევთ ბრძოლა იმის შესახებ, რომ რაც იმუშავეს, კუთვნილი ხელფასი აიღონ; რაც ეკუთვნით 24 სამუშაო დღე შვებულება - ის მიიღონ, კუთვნილი დასვენების დრო და ყველა ის პირობები, რაც საქართველოს კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული," - ამბობს ირაკლი ამირანაშვილი.

დღის ამბები