20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
მე ვარ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, მძიმე ყოფაში - მიხეილ სააკაშვილი 

საქალაქო სასამართლოში სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვაში ბრალდებული მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს კვლავ ხმაურია.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მან საკუთარ თავს პუტინის და ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე უწოდა. მე-3 პრეზიდენტის თქმით, ის წამების და არა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. 

"მასამართლებენ ამ პოლიტიკური სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს. ან თუნდაც როგორც რომელიღაც სამედიცინო პროცედურის ჩატარებაზე. ამ ფორმატში როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანურად, ყველა შეკითხვას გავცე პასუხი და დავიცვა ჩემი პოზიციები ან ეგრევე დავეთანხმო თქვენს აზრს ამ გარემოცვაში, ამ შუშის იქიდან. მაგრამ, ვიდრე მე აქ ვარ, ჩემივე სამშობლოში, პუტინის და მისი შნირი ვანიშვილის პირადი ტყვე, როგორ არის შესაძლებელი ჩემ მიერ საკუთარი სიმართლის დაცვა... 

მე ვარ წამების, არა ადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი მძიმე ფორმაში. პირადად ივანიშვილის მიერ დაკვეთილი წამების, რომელიც არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ, ხომ არ ჯობია ჯერ თქვენ დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. ხომ არ ჯობია რომ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა და თავისუფლება, ვიდრე ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგენის შესაძლებლობა მექნება და ამას ნამდვილად არ დაგამადლით, გავაკეთებ დიდი საიმოვნებით.," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები