20 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
67 გარდაცვლილი და 4 100 დადასტურებული შემთხვევა - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

ბოლო24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 67 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 397 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 51 749 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 31 223, ხოლო PCR ტესტით - 20 526.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 7,92%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,75%, ხოლო ბოლო 7 დღეში 8,39% შეადგინა. 

სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 211 839 აცრა, ხოლო 2 დეკემბერს ვაქცინირებულთა მონაცემმა 11 699 შეადგინა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 33 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 550 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა - 1 127 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 857 933 შემთხვევა დადასტურდა,  მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა - 799 850, ვირუსს ემსხვერპლა 12 258 ადამიანი.

დღის ამბები