16 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
"ვიქეიფეთ, დავლიეთ და იმიტომ ვართ აქ..." - სად იყო ოპოზიცია დმანისის საკრებულოს პირველი სხდომისას

დმანისის საკრებულოს ახლად არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები, პირველს სხდომას არ დაესწრნენ. "კურიერმა" გაარკვია, რომ ისინი "ნაციონალური მოძრობის" წევრმა, კახა ოქრიაშვილმა დმანისიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოიყვანა, რომ კვორუმი არ შემდგარიყო.

დეპუტატები ფონიჭალაში ნაქირავებ სახლში იმყოფებიან. "კურიერმა" მათთან გასაუბრება შეძლო.

"ვიქეიფეთ დავლიეთ და იმიტომ ვართ აქ... სხდომას უნდობლობას ვუცხადებთ, ჩვენი ერთადერთი მიზეზი სხდომაზე არ ყოფნის არის ის, რომ არც ცესკოდან არც დმანისის დმანისის საკრებულოდან არავის არ დაურეკავს. კი ვიცით, რომ სხდომა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ოფიციალურად არავინ არ შეგვატყობინა,"- აცხადებს ერთ-ერთი დეპუტატი. 

კახა ოქრიაშვილი კი, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

დღის ამბები