04 მაისი 2024,   02:28
ვრცლად
რამდენიმე ევროპული სახელმწიფო ავღანეთში ერთობლივი დიპლომატიური მისიის გახსნაზე მუშაობს

რამდენიმე ევროპული სახელმწიფო ავღანეთში ერთობლივი დიპლომატიური მისიის გახსნაზე მუშაობს, რაც მათ ელჩებს ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს - აღნიშნულ განცხადებას ემანუელ მაკრონი ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, ეს გადაწყვეტილება ”თალიბანის” პოლიტიკურ აღიარებას არ გულისხმობს. ავღანეთში მისიის გახსნა დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე და თალიბანის გადაწყვეტილებაზე, მისცეს ევროკავშირს თავისი პერსონალისა და შენობების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

 

დღის ამბები