ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 46 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 37 714 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20 679, ხოლო PCR ტესტით - 17 035.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 9,04%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,63%, ხოლო ბოლო 7 დღეში 8,33% შეადგინა.
სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 234 180 აცრა, ხოლო 4 დეკემბერს ვაქცინირებულთა მონაცემმა 7 413 შეადგინა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 36 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 458 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა - 1 242 შეადგენს.
შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა - 806 596, ვირუსს ემსხვერპლა 12 344 ადამიანი.