25 იანვარი 2022,   21:51
ვრცლად
ომიკრონი უკვე რუსეთშია - ახალი შტამი 2 ადამიანს დაუდასტურდა

რუსეთში ორ ადამიანს, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან ჩავიდნენ, კორონავირუსის ომიკრონ შტამი დაუდასტურდათ, Ria.ru-ს ინფორმაციით, ამის შესახებ "როსპოტრებნადზორი" იუწყება. 

მანამდე ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ კორონავირუსი სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ რამდენიმე მგზავრს დაუდასტურდა, თუმცა ვარიანტის დადგენა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. 

ახალი შტამი B.1.1.529 ბოტსვანაში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს აღმოაჩინეს. ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი შტამები. 

ომიკრონი საქართველოში, ჯერჯერობით, არ გამოუვლენიათ. 

დღის ამბები