20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ახალ შტამს, რომელსაც ექსპერტების სტიქიურ მოვლენას ადარებენ საქართველოში 2 კვირაში ელოდებიან - ქვეყანას "ომიკრონი" და "ტვინდემია" ერთდროულად ემუქრება

საქართველო "ტვინდემიის" რეალური საფრთხის წინაშე დადგა. სეზონური გრიპის ჯერ მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დადასტურებული, თუმცა პედიატრიულმა კლნიკებმა მობილიზაცია დაიწყეს. დედაქალაქში ბავშვთა ყველაზე დიდი მიმღები განყოფილება იაშვილის საავადმყოფოა, სადაც დამატებითი სივრცე რესპირატორული ვირუსებით ინფიცირებულებისთვის უკვე გამოყო.

გადატვირთულია ციციშვილის პედიატრიული განყოფილების ნაწილიც. სადაც პაციენტები, სხვა სეზონური რესპირატორული ინფექციებით გადიან მკურნალობას. ენტერო, რინო ვირუსი და სხვა დაავადებების მქონე ბავშვებით თუ მოზარდებით სამედიცინო დაწესებულება შევსებულია. ექიმებს "ტვინდემიის" ფაქტები და ახალი შტამის სავარაუდო გავრცელება კიდევ უფრო აშინებთ.

ახალი შტამის გავრცელებას ჯანდაცვის ექსპერტები სტიქიურ მოვლენებთან აიგივებენ - შტორმთან, რომლის წინააღმდეგ წინასწარი ზომების მიღება შესაძლებელია, თუმცა შეჩერება რთული. მედიკოსები აანონსებენ, რომ ბ .1 .1 .529 საქართველოში 2-3 კვრაში დაფიქსირდება.

"ტვინდეემიისა" და ახალი შტამის საფრთხეები კლინიკებს მეტი საფრთხის წინაშე აყენებს. პედიატრიული კლინიკების მსგავსად დღეს სამედიცინო კოვიდმიმღები განყოფილებები გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ. "ვივამედში" არცერთი ადგილი დღეს თავისუფალი არ არის და პაციენტების 90 % მძიმე და ჟანგაბდდამოკიდებულია.

დღის ამბები