ამბიციური გეგმა, როგორც ამას დედაქალაქის მერი უწოდებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ყველა უბანში ახალი რეკრეაციული ზონების და ინფრასტრუქტურული პროექტების განხრციელების გარანტიაა. სამომავლო გეგმებზე კახა კალაძემ თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატების დასახელების დროს ისაუბრა. დედაქალაქის არჩეული მერი დარწმუნებულია რომ, მისი გუნდი თბილისელების იმედებს გაამართლებს.
კრწანისის გამგებელი ისევ ბექა მიქაუტაძე იქნება. საჯარო სამსახურში შვიდ წლიანი გამოცდილებითა და ახალი იდეებით ფიქრობს, რომ მოსახლეობის პრობლემებზე რეაგირება არ გაუჭირდება. საკუთარ გუნდთან ერთად დაგეგმილი აქვს ახალი მწვანე სივრცეების მოწყობა და კრწანისში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. ერთ-ერთია ორთაჭალის ქუჩის განახლების პროექტი რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
დედაქალაქის მერმა დღეს 4 წლიანი მუშაობაც შეაჯამა და თქვა, რომ მომავალშიც დაგეგმილია ეფექტური სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელდება, რაც თითოეული თბილისელის კომფორტს და სამომავლოდ თბილისის განვითარებას უზრუნველყოფს.
კახა კალაძე ამ და სხვა პროექტებზე მუშაობას გამგებლების იმ გუნდთან ერთად გეგმავს რომელიც ოთხი წევრით განახლდა.