სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა - შემზარავ დანაშაულში 40 წლამდე მამაკაცია მხილებული.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ჰყვება, რომ თანასოფლელი მას 12 წლის ასაკიდან აუპატიურებდა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი აღვირით სცემდა.
ოჯახი, სკოლა და თანასოფლელები – ვის რა ინფორმაცია ჰქონდა ბავშვის არაერთგზის გაუპატიურებაში მხილებულ მამაკაცზე? როგორ აშინებდა და აშანტაჟებდა მოძალადე არასრულწლოვან მსხვერპლს? მალავდა თუ არა მამა მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და რა პოზიცია აქვს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ მამაკცს? - "კურიერში" 9 საათზე თქვენ მოუსმენთ დაზარალებული ბავშვის დედას და თავად მსხვერპლის მონათხრობს, რომელიც საკმაოდ მძიმე მოსასმენია.