ავიცრათ ერთმანეთისთვის - კამპანიას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
მათ თელავის უნივერსიტეტის გამოწვევა მიიღეს და ახალციხეში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს. აქტივობის ფარგლებში, სტუდენტებმა ფოტო და ვიდეომიმართვებიც გაავრცელეს.