04 მაისი 2024,   09:04
ვრცლად
გერმანიის კანცლერის ახალი კაბინეტი რუსული გაზსადენის სერტიფიცირებას მხარს არ დაუჭერს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის კანცლერის ახალი კაბინეტი ამ ეტაპზე რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირებას მხარს არ დაუჭერს - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ბერბოკის თქმით, გაზსადენი, რომელიც რუსეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით აკავშირებს, ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

გერმანიის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზსადენის საკითხზე ევროპული ნორმებით ხელმძღვანელობა კოალიციური შეთანხმებით არის გათვალისწინებული.


დღის ამბები