04 მაისი 2024,   02:55
ვრცლად
აფეთქება დედათა მონასტერთან - რუსეთში ბომბი მართლმადიდებლური გიმნაზიის კურსდამთავრებულმა აამოქმედა

რუსეთში, სერპუხოვის დედათა მონასტერთან არსებულ მართლმადიდებლურ გიმნაზიაში 18 წლის კურსდამათავრებულმა თავი აიფეთქა. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა, ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დასტურდება.

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი ბავშვია. მოსკოვის რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ტელეგრამის არხის თანახმად, დაზარალებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

აფეთქება მოსკოვის დროით დილის 08:24 საათზე მოხდა. სერპუხოვის ერთ-ერთი მღვდელი ამბობს, რომ აფეთქება არა თავად შენობაში, არამედ გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რადგანაც კარი დაკეტილი იყო. მისივე ინფორმაციით, 18 წლის ბიჭმა თავი კართან ახლოს, ვერანდაზე აიფეთქა. 

გამოცემა "ინტერფაქსი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ, შესაძლოა, თავდამსხმელი სწავლის პერიოდში ბულინგის მსხვერპლი ყოფილიყო. 

დღის ამბები