14 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
" სააკაშვილი საკვების 80% ჯერ კიდევ ვერ იღებს" - საძაგლიშვილი კონსილიუმის ექიმების შეფასების საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებს 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა დადებითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია, სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება, ანალიზები ნორმის ფარგლებშია, რის საფუძველზეც დღეიდან მას კვების ნაწილში შეზღუდვა აღარ ექნება, თუმცა საწინააღმდეგოს აცხადებს მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი.

​საქართველოს მე-3 პრეზიდენტის უფლებადამცველის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვების 80% ჯერ კიდევ ვერ იღებს. 

"გუშინ ერთ-ერთი ექიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ყველაფერი არის კარგად და მიხეილ სააკაშვილის საკვებთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა გაუქმდა. ამასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს 80%საკვების იყრება ნაგავში, ვინაიდან მისი ორგანიზმი არ არის მზად ამ საკვების მისაღებად. ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით, რომ საერთოდ არ სჭირდებოდეს მიხეილ სააკაშვილს არანაირი სამედიცინო სერვისის მიღება, თუმცა ამ ეტაპზე ეს სიტუაცია არ გვაქვს,"- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

დღის ამბები