16 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ხმაური ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე - რა საკითხის განხილვას მოჰყვა დავა დეპუტატებს შორის 

ხმაურის ფონზე ჩაიარა საკრებულოს სხდომამ, ქობულეთში. მმართველი პარტიის და ოპოზიციის დეპუტატებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გახდა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სპორტ-კომპლექსის მშენებლობა "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, სხვა პროექტებთან ერთად განუხორციელებელი დარჩება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობდან" - მერაბ ცინცაბაძეს მტკიცებით, ტერიტორიის ათვისება არამიზნობრივად ხდება.

"ჩვენ 9 წელი ვითხოვდით, რომ სპორტული სკოლა გავაკეთოთ ქობულეთში. ქალაქის ცენტრში, სადაც შესაძლებელია უფრო მიზნობრივად გამოვიყენოთ ის ტერიტორია, ქალაქისათვის, ქობულეთისთვის უფრო დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით და სპორტული სკოლა გავაკეთოთ სხვა ადგილას,"- განმარტავს მერაბ ცინცაბაძე.

ქობულეთის საკრებულომ, აჭარის მთავრობას კომპლექსის ასაშენებლად, 7 ათასი კვადრატი მიწის ნაკვეთი გადასცა. ქობულეთის საკრებულოს თავჯდომარის დავით მჭედლიშვილის განარტებით კი, სკოლა - კომპლექსი დასაქმებისა და ახალგაზრდების სპორტით დატვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტი იქნება. 

"ვიწყებთ ახალი, სკოლა - კომპლექსის მშენებლობას და თითქმის ქალაქის ცენტრში გაჩნდება, უზარმაზარი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდები, დაკავდნენ სპორტით და ჰქონდეთ დასვენების საშუალება, მათ მშობლებს და მათ ახლობლებს,"- განაცხადა, საკრებულოს თავჯდომარე, დავით მჭედლიშვილმა.

დღის ამბები