მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი მიიჩნევს, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების იგნორირებამ და ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა კორონავირუსის ახალი შტამის - "ომიკრონის" შემოსვლისას სიტუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს.
"სამწუხაროდ, "ომიკრონი" დომინანტი შეიძლება გახდეს ძალიან მალე. არ არის გამორიცხული არგათვალისწინებული რეკომენდაციების და ვაქცინაციის პროცესის არჩატარების შემთხვევაში, ძალიან მალე მოხდეს დელტა შტამის ჩანაცვლება "ომიკრონის" შტამით. გავრცელების არეალი შეიძლება იმდენად მაღალი იყოს, რომ შემდგომში მისი მართვაც გართულდეს," - განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.