03 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
ტაიფუნის შედეგად ფილიპინებში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - მაშველები დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ 

ტაიფუნის შედეგად ფილიპინებში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, არიან დაშავებულებიც. 

სტიქიის გამო 300 ათასზე მეტ ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ტაიფუნის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ჯგუფების გარდა, სამაშველო სამძებრო სამუშაოებში 18 ათასი სამხედრო მოსამსახურე შეუერთდება.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის ნაწილს კი ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. წინასწარი მონაცემებით, ქარიშხალმა "რაიმ" ფილიპინებს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა.

დღის ამბები