04 მაისი 2024,   10:38
ვრცლად
მსოფლიოში კვლავ მძიმე ეპიდვითარებაა - ქვეყნები რეგულაციებს ამკაცრებენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 274 მილიონს აღემატება. გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 5 მილიონს აჭარბებს.

ინფიცირების მზარდი შემთხვევები ფიქსირდება ავსტრალიაში, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებას რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.

ლოქდაუნს აწესებს ნიდერლანდები. დღეიდან 14 იანვრამდე საზოგადოებისთვის მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი. გერმანია კი გაერთიანებული სამეფოდან შესული ტურისტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს.

დღის ამბები