23 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

"საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

შეხვედრაზე მოსალოდნელ საკანონმდებლო რეგულაციებსა და ამ რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

დისკუსიაში სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლის გარდა, ქართველმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა.

"სათამაშო ბიზნესი წლებია რაც გვერდში უდგას ქართულ სპორტს, მათ შორის მეც. ძალიან სამწუხარო იქნება თუ ეს შეწყდება. პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის დამღუპველი იქნება ეს, რადგან სხვა სტაბილური შემოსავალი არ გამაჩნია," - განაცხადა სპორტსმენმა ლევან საგინაშვილმა.

დღის ამბები