"ავიცრათ ერთმანეთისთვის", ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით, ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილებს, თბილისის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, ნანა გაბელია ესწრებოდა.
ღონისძიების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო პირბადეები გადაეცათ.
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, ვაქცინაცია დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.