"ნიჭიერის" ყველა ფინალისტი უკვე ცნობილია. გუშინ "რუსთავი2-ის" ეთერში მაყურებელმა მეგა-შოუს ბოლო ნახევარფინალი იხილა.
გულშემატკივრების უდიდესი მხარდაჭერის შედეგად ჯაბა ნიკურაძე ფინალშია, მან შეძლო და ყველაზე მთავარი რამ მოიპოვა. ჯაბა ხალხის რჩეულია.
"ნიჭიერის" ყველაზე პატარა მონაწილე ანა მარჩილაშვილი უკვე რეკორდსმენია, მან ძალიან მცირე დროში შეძლო რუბიკის კუბის აწყობა, თან ფეხებით.
ანა უზნაძის ნამღერმა ჟიურის წევრებისა და მაყურებლის გული დაიპყრო. ის ფინალურ ტურში დანარჩენ 8 კონკურსანტთან ერთად 2021 წლის ნიჭიერის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
გუშინდელი დასკვნითი ნახევარფინალი იყო ნამდვილი ზეიმი, დახუნძლული არაერთი ძალიან საინტერესო ნომრით და სანახაობით. ფინალში ვერ მოხვდნენ, მაგრამ "კავკასიის არწივებმა" ჯერ კიდევ პირველი შესარჩევი ტურის დროს მაყურებლის გული და ინტერნეტ სივრცე დაიპყრეს. მათ ვიდეოს 1 დღეში მილიონი ნახვა ჰქონდა. დაუვიწყარი ნომერი წარმოადგინა იან სტიუარტმა, ასევე Body Trapeze - მოცეკვავე გოგონები უნგრეთიდან, ემოციური და შთამბეჭდავი იყო მარიტა ხვედელიძის ნამღერი, ირაკლი თოდუას განსაკუთრებული ქორეოგრაფიული შესაძლებლობები.
პროექტის შემქმნელები უკვე ახალ წელს ფანტასმაგორიულ წარმოდგენას ამზადებენ, ეს იქნება ნამდვილი ფოერვერკი. თუ ვინ გახდება 2021 წლის ქვეყნის ნიჭიერი ზუსტად 31 დეკემბერს გაირკვევა.