09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
საბერძნეთში ბანკები იხსნება - დამატებითი სესხის გამოყოფაზე გერმანია მსჯელობს

3 კვირიანი პაუზის შემდეგ, საბერძნეთში დღეს ბანკები გაიხსნება, თუმცა თანხის გამოტანაზე შეზღუდვები ისევ გაგრძელდება და დღიური ლიმიტის ნაცვლად მოსახლეობას კვირაში 420 ევროს გამოტანის შესაძლებლობა ექნება.

გარდა ამისა, ქვეყანაში დამატებითი ღირებულების გადასახადიც გაიზრდება. ამჟამად, საბერძნეთისთვის კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, დამატებითი სესხის გამოყოფაზე გერმანიის ხელისუფლება მსჯელობს.

ბანკების გახსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პარლამენტმა პრემიერ ციპრასისა და საერთაშორისო კრედიტორების მიერ შეთანხმებული რეფორმების პაკეტი დაამტკიცა, ევროზონამ კი გარდამავალი პერიოდისთვის ათენს 7 მილიარდი ევრო გამოუყო.

 

 
დღის ამბები