15 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
"ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი" - მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ჰოსპიტლიდან მის გადაყვანას ცდილობდნენ, რა დროსაც ცუდად გახდა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია მესამე პრეზიდენტის წერილს ასაჯაროებს, სადაც მესამე პრეზიდენტი წერს, რომ გორის ჰოსპიტლიდან მის გადაყვანას გეგმავდნენ, რა დროსაც ის ცუდად გახდა.

„დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, ექვსის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს სად. მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება, წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე უკვე 200/110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120/80-ზე. ეს იყო ჰიპერტონიული კრიზი, ჩემი აზრით. არასდროს არ ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში, წნევის და პულსის თვალსაზრისით.

ამის შემდეგ, სცადეს ძალით ჩემი გადაყვანა, მე გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდით და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე, მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს.

ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს, მათ შორის სამედიცინო პრობლემების დროს. ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა“, - ნათქვამია წერილში.

დღის ამბები