04 მაისი 2024,   09:45
ვრცლად
სტიქიას ბრაზილიაში მსხვერპლი მოჰყვა - გარდაცვლილია 20 ადამიანი 

ბრაზილიის შტატ ბაიაში მომხდარ წყალდიდობას, 20 ადამიანი ემსხვერპლა.

შტატს, სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხანგრძლივი წვიმები ბოლო კვირების განმავლობაში დაატყდა თავს. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც ძლიერი წვიმის შედეგად ორი კაშხალი ჩამოინგრა. მაშველებმა დატბორილი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შტატის 72 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დღის ამბები