09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
მრავალწლიანი ბლოკადის შემდეგ ვაშინგტონში კუბის სელჩო გაიხსნა

“ისტორიული დღე შეერთებული შტატებისა და კუბის ურთიერთობებში,”- ასე შეაფასა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვაშინგტონში მრავალწლიანი ბლოკადის შემდეგ კუბის საელჩოს საზეიმოდ გახსნა.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით მან კუბის საგარეო საქმეთა მინისტრს პირადად უმასპინძლა.

შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გუანტანამოს ყურის საკითხი ვაშინგტონის მხრიდან არ განიხილება.

ეს ის ტერიტორიაა, რომლის დაბრუნებასაც ოფიციალური ჰავანა ვაშინგტონისგან ითხოვს.

54 წლის განმავლობაში პირველად, შეერთებული შტატების დედაქალაქში კუბის საელჩოზე ეროვნული დროშა გუშინ აღმართეს. ორი ქვეყნის ურთიერთობებში შემდეგი ნაბიჯი, უკვე ჰავანაში ამერიკის საელჩოს გახსნა იქნება, რომელიც მომავალ თვეში ჯონ კერის ვიზიტის დროს არის დაგეგმილი.

 

 

 
დღის ამბები