16 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
"რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთან ეს ბრძოლა წააგო" - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ბრალდებისა და დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მოსამართლე სავარაუდოდ განაჩენს გამოაცხადებს.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ. როგორც მათ დღეს მედიასთან განაცხადეს, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებენ.

"როგორადაც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთან ეს ბრძოლა წააგო. წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა, ვერ შეგვაჩერა და უფრო მეტი მოტივაცია მომცა პირადად მე და ჩემს თანაგუნდელებს და ბადრის რა თქმა უნდა, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას," - განაცხადა "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წერეთელი-ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. საქმე ეხება ე.წ. ფულის გათეთრების საკითხს.

დღის ამბები