03 მაისი 2024,   22:22
ვრცლად
"ომიკრონი" არავაქცინირებული პაციენტებისთვის განსაკუთრებით საშიშია - ჯანმოს დირექტორი

317 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ის რეკორდული დღიური შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში, ავსტრიასა და ისრაელში.

ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ნორვეგიაში, მხოლოდ ბოლო 24 საათში 10 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. 

საბერძნეთში დაწესებული შეზღუდვები კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდება. დანიაში ვაქცინის მეოთხე დოზას სთავაზობენ რისკჯგუფებს. კორონავირუსის ახალ მუტირებულ შტამთან საბრძოლველად ემზადებიან რუსეთში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს, რომ "ომიკრონი" განსაკუთრებით საშიშია არავაქცინირებული პაციენტებისთვის.

დღის ამბები