24 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
ხანძარი ხელვაჩაურში - ცეცხლი ე.წ. ოცნების ქალაქში ორსართულიან შენობაში ერთ-ერთ ბინას გაუჩნდა

ხანძარი ხელვაჩაურში - ცეცხლი ე.წ. ოცნების ქალაქში ორსართულიან შენობაში ერთ-ერთ ბინას გაუჩნდა.

შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად არავინ დაშავებულა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ადგილობრივების თქმით, იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

დღის ამბები