20 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
"მისი ჯანმრთელობა, ჩემი შეფასებით არის უცვლელი და არ შეიძლება შეფასდეს როგორც კარგი" - მიხეილ სააკაშვილს მისი ადვოკატი შეხვდა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს მისი ადვოკატი შეხვდა. ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, ის ბრალდებულ ექსპრეზიდენტს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა.

"მისი ჯანმრთელობა, ჩემი შეფასებით არის უცვლელი და არ შეიძლება შეფასდეს როგორც კარგი. მას სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო პერსონალის მიერ კვალიფიციური და სანდო პერსონალის მონახულება. რაც შეეხება საუბრის თემებს, ბუნებრივია ჩვენ განვიხილეთ გარკვეული სამართლებრივი საკითხები," - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს მისი თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძეც.

დღის ამბები