01 ივლისი 2022,   10:53
ვრცლად
არ უნდა გავთამამდეთ და ვთქვათ, რომ "ომიკრონია" და გადავიტან როგორც სურდოს, "ომიკრონიც" იწვევს დამძიმებას - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს გასცდა.
მდგომაროება საგანგაშოა თუმცა სპეციალისტები ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებას და დღიურად 60 ათას ინფიცირებულ პროგნოზირებენ. ასეთ მოცემულობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვნია რეკომენდაციების დაცვა, აცრა პირბადე და სოციალური დისტანცია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,რომ დღეს არის კორონავირუსის ანტირეკორდი 7521 შემთხვევა, რომელიც პანდემიის პერიოდსი ჯერ არ ყოფილა.მისივე თქმით, "ომიკრონით" გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ.

როგორც  გამყრელიძემ აღნიშნა, "ომიკრონის" ერთ-ერთი თვისებაა, რომ აქვს დაახლოებით სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი.

"ჩვენთან 1 254 შემთხვევაზე დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი იყო ინფიცირებული "დელტათი", მერე დაინფიცირდა "ომიკრონით". ამიტომ ის გვერდს უვლის "დელტას" და ხდება ინფიცირება. ხაზს ვუსვამ, რომ "ომიკრონით გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ "ომიკრონია" ახლა, გადავიტან მას როგორც სურდოს. არა - "ომიკრონიც" იწვევს გართულებას,  დამძიმებას. ამიტომ ჯობია, რომ არ შეგხვდეთ "ომიკრონი,"- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს 50 პროცენტი ცირკულირებს "ომიკრონი".

დღის ამბები