ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
აღკვეთ ღონისძიებაზე თელავის რაიონულ სასამართლოში ცოტახნის წინ იმსჯელეს.
მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც გირაოს 5 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა. პროცესზე ბარბაქაძემ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 10 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
შემთხვევა ლაგოდეხის 2022 წლის 15 იანვარს მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით, 37 წლის ქალი ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, თუმცა მას შემდეგ, რაც პროცესში პოლიცია და ექსპერტიზის ბიურო ჩაერთო საქმე განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა.
38 წლის კაცს ბრალი გუშინ კახეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში სახაზინო ადვოკატის თანდასწრებით ოფიციალურად წარუდგინეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 11, 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 13 - დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.