20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ლაგოდეხში სახლი დაიწვა

ლაგოდეხში ხანძრის შედეგად უმბაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი თავდაპირველად სახურავს გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა, შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მთლიანად განადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.

 წინასწარი ინფორმაციით, აალება გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

ხანძრის და დაზარალებული ოჯახის შესახებ ინფორმაცია აქვთ ლაგოდეხის მერიაში. მათი განმარტებით, სპეციალური სამსახურების მიერ ზარალის დათვლა მოხდება, რის შემდეგაც ჭუმბურიძეებს, პროგრამის ფარგლებში დაეხმარებიან. 

დღის ამბები