მეტროსადგურ "ისანში" მომხდარ ძალადობის ფაქტს ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აპროტესტებენ - უწყებასთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საზოგადოების მყისიერმა რეაქციამ ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლება აიძულა ზომები მიეღოთ.
"ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. იმას რასაც უკეთებენ ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ შეიძლება ეპატიოთ. 2 პოლიციელი დაჭერილია, კი ბატონო, მაგრამ აქ პრობლემა არის სისტემაში," - განაცხადა "დროა"-ს წევრმა შუშანა მაცაბერიძემ.