რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტი მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მოინახულა.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ბოლო მონახულების შემდეგ ექსპრეზიდენტი უკეთ გამოიყურება.
მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, მათ რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.
"აბსოლუტურად არ მაქვს რესურსი, რომ რეალური შეფასება გავაკეთო სამედიცინო თვალსაზრისით. მომეჩვენა, რომ უკეთესად არის, წინასთან შედარებით უფრო მშვიდი სახე ჰქონდა. მაგრამ ერთ-ერთი საკითხი, ძალიან წუხს, რომ უკრაინაში ომი არ მოხდეს," - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.