მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებიან სადაც გამოძიების მასალებს ეცნობიან.
შენობაში შესვლამდე, გიორგი მშვენიერაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალი, სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული კადრების წაშლაში დაადანაშაულა.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიებას შესაბამისი მასალა, როგორც გორის ჰოსპიტლიდან, ასევე სასჯელაღსრულების სისტემიდან ჰქონდა გამოთხოვილი.
"გორის ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებული იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებაზე, გამოძიებას გამოთხოვილი ჰქონდა ინფორმაცია, როგორც გორის ჰოსპიტალიდან, ასევე სასჯელაღსრულების სისტემიდან და როგორც აღმოჩნდა, მიღებული პასუხით, გორის ჰოსპიტალს წაშლილი აქვს ჩანაწერები ან არ აქვს შენახული ჩანაწერები," - განმარტავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე.