25 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
ევროპის წამლის სააგენტომ "პაქსლოვიდის" კოვიდსაწინააღმდეგო აბების გამოყენების ნებართვა გასცა 

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 367 მილიონს უახლოვდება. ინფიცირებულთან კონტაქტის გამო 5-დღიან იზოლაციაში გადავიდა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.

შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს ფინეთი პირველი თებერვლიდან. ესპანეთში, კატალონიის რეგიონში კი რესტორნებში, ბარებსა და სავარჯიშო დარბაზებში კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება.

21-დან 14 დღემდე ამცირებს მოგზაურებისთვის კარანტინის პერიოდს ჰონგ-კონგი.

აქტიური ვაქცინაცია გრძელდება ევროპის ქვეყნებში. მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებისთვის ევროკავშირის მარეგულირებელმა COVID-19-ის საწინააღმდეგო აბის "პაქს ლოვიდის" გამოყენების ნებართვა გასცა.

დღის ამბები